weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თუშეთის გზის გაწმენდითი სამუშაოებისას მუშა ზვავის ქვეშ მოჰყვა

18:44 კვირა, 14 მაისი 2017

თუშეთის გზაზე, აბანოს უღელტეხილს ქვემოთ, გაწმენდითი სამუშაოებისას ერთ–ერთი მუშა ზვავის ქვეშ მოჰყვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კახეთის სამმართველოს უფროსი გიორგი რუაძე ადასტურებს, რომ შეტყობინების საფუძველზე მაშველები შემთხვევის ადგილზე დაახლოებით 1 საათის წინ გავიდნენ, ადგილამდე მისვლას კი 2 საათი სჭირდება.

ამ დროისთვის იმ პირთანაც ვერ ხერხდება სატელეფონო კავშირის დამყარება, ვინც სამაშველო გამოძახა. თუშეთის გზაზე მობილური ტელეფონი მხოლოდ რამდენიმე ადგილზე იჭერს.

თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა აბანოს უღელტეხილზე გადის, ზღვის დონიდან 2950 მეტრზე. თუშეთის გზა გაწმენდილია თითქმის 56–ე კილომეტრამდე, სადაც მთა არის მოწყვეტილი, მდინარეა დაგუბებული და გზა აღარ არის. გზის გაწმენდით სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს „გერალი“ აწარმოებს.

ომალო-ალვანის საავტომობილო გზა ერთ-ერთი ყველაზე რთული სატრანსპორტო მონაკვეთია საქართველოში. BBC–მ 2013 წელს ეს გზა ევროპის ყველაზე ექსტრემალური გზების ჩამონათვალში შეიყვანა.

ამ თემაზე: თუშეთში მაშველებმა ზვავის ქვეშ მოყოლილი მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]