weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქურმუხის ეკლესიის დარბევის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ დადასტურდა

12:28 სამშაბათი, 02 იანვარი 2018

ქურმუხის ეკლესია დარბეული არ არის. ყველაფერი ისევ ისეა, როგორც აქამდე იყო. არც სახურავია დაზიანებული და არც კედლები - უთხრა „რეგინფოს“ კახში მცხოვრებმა არჩილ ბულაღაშვილმა, რომელიც ქურმუხის ეკლესიაში დღეს, დილით იმყოფებოდა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანში, ისტორიულ ჰერეთში, კახის რაიონში ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია დაარბიეს, გუშინ, გვიან საღამოს სოციალურ ქსელში გავრცელდა და მღელვარება გამოიწვია.

„რეგინფო“ გუშინვე ესაუბრა ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსს დიმიტრის (კაპანაძე), ასევე კახის წმინდა გიორგის და ალიბეგლოს წმინდა ნინოს სახელობის ტაძრების წინამძღვარს, დეკანოზ პეტრე ხუმარაშვილს. მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია კახში, ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიის შესაძლო დარბევის შესახებ.

დღეს, დილით „რეგინფოს“ მამა პეტრეც დაუკავშირდა და აცნობა, რომ კახის მცხოვრებლები ეკლესიაში იმყოფებოდნენ და დაზიანებული არაფერი არ არის.

ქურმუხის ეკლესია მე-19 საუკუნეშია აშენებული და ქალაქ კახიდან დაახლოებით 2 კილომეტრში მდებარეობს. აზერბაიჯანის ხელისუფლება ქართველ მღვდელმსახურებს ქურმუხის ეკლესიაში მსახურების ჩატარების ნებას წელიწადში ორჯერ, გიორგობისთვის, 6 მაისს და 23 ნოემბერს აძლევს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]