weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პარლამენტარმა ივლიანე წულაიამ ერთ-ერთ გაჭირვებულ ოჯახს სახლი უყიდა

13:21 ორშაბათი, 08 იანვარი 2018

საქართველოს პარლამენტის წევრმა ივლიანე (ილია) წულაიამ ერთ-ერთ მატერიალურად გაჭირვებულ ოჯახს საცხოვრებელი სახლი უყიდა, რაშიც 150 000 ლარი გადაიხადა. დეპუტატის ქონებრივ დეკლარაციაში ოჯახის ვინაობა და სახლის ადგილმდებარეობა დაკონკრეტებული არ არის.

ივლიანე წულაია მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარდგენით, ქალაქ თბილისში, დიდუბის №16 მაჟორიტარული ოლქიდან გახდა. იყო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, 2017 წლის 27 დეკემბრიდან კი გაერთიანდა ფრაქციაში „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკა“.

ივლიანე წულაია ბიზნესმენია, - ფლობს წილებს რამდენიმე საწარმოში. „რეგინფო“ წერდა, რომ მის ერთ-ერთ ძირითად საქმიანობას სხვადასხვა კომპანიებსა და ფიზიკურ პირებზე პროცენტიანი ბიზნეს-სესხების გაცემა წარმოადგენს.

2016 წლის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მას 13 კომპანიაზე გასესესხებული ჰქონდა 9 600 000 აშშ დოლარი, საიდანაც სარგებლის სახით 581 690 ლარი მიიღო.

2017 წლის ქონებრივ დეკლარაციაში კი აღნიშნულია, რომ ივლიანე წულაიამ გაცემული  სესხებიდან შემოსავლის სახით 1 140 086 აშშ დოლარი, 132 969 ევრო და 502 950 ლარი მიიღო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]