weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებულ 33 წლის გოჩა საგინაძეს თურქეთში პატიმრობა შეეფარდა

14:14 ოთხშაბათი, 10 იანვარი 2018

ტერორისტულ ორგანიზაცია ისლამურ სახელმწიფოსთანკავშირის ბრალდებით თურქეთის პროვინცია ტრაპიზონში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, 33 წლის გოჩა (ალი) საგნაძეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, მის მეუღლეს კი თურქეთის ტერიტორიას დაატოვებინებენ.

თურქული მედიის ინფორმაციით, გოჩა საგინაძის სახლში ჩატარებული ჩხრეკისას ამოღებულია ფოტომასალა, რომელიც ადასტურებს მის კავშირს ახმედ ჩატაევთან და სირიაში ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობას. როგორც გამოცემა „მილიეთი“ წერს, საქართველოს მოქალაქე ცოლ-ქმარი თურქეთის ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფებოდა და ჩაის პლანტაციაში მუშაობას აპირებდნენ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, 2017 წლის 26 დეკემბერს, თურქმა სამართალდამცველებმა გოჩა საგინაძე ახმედ ჩატაევის საქმის გამოძიების ფარგლებში მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს.

სუს-ის ცნობით, თურქი სამართალდამცველებისთვის გადაცემული ინფორმაცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოპოვებული იყო ახმედ ჩატაევის კუთვნილი მობილური ტელეფონიდან, რომელიც თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინიდან ამოიღეს.

ოფიციალური ინფორმაციით, ახმედ ჩატაევმა 21-22 ნოემბერს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თავი აიფეთქა, მასთან ერთად მყოფი 2 პირის ლიკვიდაცია მოხდა, ერთი კი დაკავებულია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]