weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლა სახელმწიფომ – თამთა მიქელაძე

14:40 ოთხშაბათი, 10 იანვარი 2018

„ეს იყო მკვლელობა, რომელიც ჩაიდინა სახელმწიფომ და ჩვენ გამოვიყენებთ სამართლებრივი დაცვის ყველა საშუალებას, რომ ამ საქმეზე სიმართლე დადგინდეს და დაზარალებული ოჯახის უფლებები ბოლომდე იქნეს დაცული“, - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელმა თამთა მიქელაძემ თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საკითხზე კომენტირებისას.

„ამ საქმეში პრობლემურია როგორც სროლის პროპორციულობის და აუცილებლობის საკითხი, ასევე პრობლემურია რამდენად დროულად აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება დაჭრის შემდეგ და მერე ამ ორი კვირის განმავლობაში ადეკვატური და ჯეროვანი იყო თუ არა მისთვის გაწეული სამედიცინო დახმარება. ჩვენ ამ საკითხებს შევისწავლით დეტალურად და ცხადია, საბოლოო სწორება იმისათვის რომ ამ საქმეზე სიმართლე დადგინდეს, გვაქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოზე“, - აღნიშნა თამთა მიქელაძემ.

მისივე თქმით, საქმის პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, ადგილობრივი გამოძიების დამოუკიდებლობის და ეფექტიანობის ნდობა დაბალია. „ამის მიუხედავად, ჩვენ ადგილობრივ დონეზე სიმართლის დადგენისთვის უნდა გავაკეთოთ ყველაფერი. სიმართლისთვის ბრძოლა და ჩვენი მაქსიმალური სოლიდარობა არის გზა, რომელიც მაჩალიკაშვილების ოჯახს და პანკისის ხეობის მოსახლეობას სპეცოპერაციის და იარაღის ენით მოლაპარაკე სახელმწიფოს მიერ შექმნილი კრიზისიდან და გაუცხოებისგან დაიცავს“, - ამბობს მიქელაძე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სპეცრაზმის მიერ თავის არეში დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]