weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსმა თანამდებობა დატოვა

20:08 ხუთშაბათი, 11 იანვარი 2018

აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ლევან მაისურაძე თანამდებობიდან გადადა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მან თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა და სამინისტროში საქმიანობას აღარ გააგრძელებს.

ლევან მაისურაძე აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად 2017 წლის ივნისში დაინიშნა. ამ თანამდებობის დაკავებამდე ის ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობდა.

ლევან მაისურაძემდე, 2017 წლის იანვრიდან, აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი კახა ბუხრაძე იყო, რომელიც როტაციის პრინციპით ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად გადაიყვანეს. კახა ბუხრაძის გათავისუფლებას 11-12 მარტს ბათუმში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეები ითხოვდნენ. მათი თქმით, კახა ბუხრაძე აჭარლებს „თათრებს“ უწოდებდა, ხოლო საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მოქალაქეებს უსამართლოდ აჯარიმებდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]