weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სასამართლომ ბექა წიქარიშვილს 14 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

15:28 ოთხშაბათი, 24 იანვარი 2018
სასამართლომ ბექა წიქარიშვილს 14 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა ფოტო © რადიო თავისუფლება

თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტი ბექა წიქარიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ სამართალდამრღვევად სცნო და 14 დღის ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. წიქარშვილი პოლიციამ გუშინ, იმ დროს დააკავა, ოდესაც გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) საქმეზე გამოტანილი განაჩენის შემდეგ, სასამართლოს შენობას პროტესტის ნიშნად ქვა ესრლა.

„ჩემი გუშინდელი ქმედება პროტესტით იყო გამოწვეული, აღელვებით და იმ გადაწყვეტილებით, რომელიც „ბახალას“ მიმართ სასამართლომ გამოიტანა, ანუ უსამართლო გადაწყვეტილებით. მე არ მქონია განცდა, რომ სასამართლოს ფანჯარას ვესროლე, მე მქონდა განცდა, რომ უსამართლობის კერას ვესროლე. „ბახალას“ განაჩენი არის სასამართლოს კიდევ ერთი სირცხვილი. შორენა გუნცაძეს შეუძლია, ჩაეწეროს ბადრი შონიას რიგში იმიტომ, რომ ბოლო დროს გამოიკვეთა სასამართლოს ორი სამარცხვინო სახე“, - განაცხადა ბექა წიქარიშვილმა სასამართლო სხდომის დაწყებამდე.

წიქარიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძველზე დააკავეს. მის მიმართ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლითაც, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

„მიუხედავად იმისა, რომ ბექა წიქარიშვილმა გააკეთა ამომწურავი განმარტება რას უკავშირდებოდა მისი ქმედება, მოსამართლემ ეს მხედველობაში არ მიიღო და არ მიიჩნია, რომ უფრო მსუბუქი სანქცია იქნებოდა შემაკავებელი ხასიათის. სასამართლოს გადაწყვეტილება გუშინ ბახალას საქმეზე და დღეს ბექა წიქარიშვილის ამბავზე სერიოზულ კითხვას აჩენს სასამართლოს ქმედებებთან დაკავშირებით“, - განაცხადა წიქარიშვილის ადვოკატმა ანი ნასრაშვილმა.

დაცვის მხარეს პრობლემურად მიაჩნია ისიც, რომ ბექა წიქარიშვილის მიმართ გამოძიება ნივთის დაზიანების ფაქტზეც დაიწყო. „სამართალდარღვევის და დაკავების ოქმში მითითებულია, რომ სამართალდარღვევა გამოიხატა შეურაცხმყოფელ გამონათქვამებში და ამ ქვის სროლაში. ერთი და იმავე ქმედების ორი განსხვავებული პროცესით წარმართვა ეწინააღმდეგება სამართლის ელემენტარულ პროცესებს“, - განაცხადა ადვოკატმა.

სასამართლოს გადაწტვეტილებას ბექა წიქარიშვილის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. წიქარიშვილის ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) იცავს.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]