weather cur horoscope tv
იანვარი 28, 2023

„ლეოგრანდის“ თანამშრომლები სასტუმროსა და სამორინეს გახსნას ითხოვენ

20:27 ხუთშაბათი, 25 იანვარი 2018

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდის“ თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს და სასტუმროსა და სამორინეს გახსნა მოითხოვეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, სასტუმროში საგამოძიებო ღონისძიებები გაჭიანურდა, რის გამოც მუშაობის განახლება ვერ ხერხდება და 500-ზე მეტი თანამშრომელი სამსახურის გარეშეა დარჩენილი.

სასტუმრო „ლეოგრანდი“ მას შემდეგ აღარ მუშაობს, რაც 24 ნოემბერს ხანძრი გაჩნდა და 11 ადამიანი დაიღუპა. სასტუმროს თანამშრომლები დღეს აცხადებდნენ, რომ სასტუმროში მუშაობა უსაფრთხოა.

„ყველაფერი გაფუჭებული და გამოსაცვლელია. 500 ადამიანზე მეტი უხელფასოდ დარჩა. ხანძრის შემდეგ, ორი თვის განმავლობაში ყველას გვერიცხებოდა ხელფასი, მაგრამ ეხლა, რადგან შემოსავალი არ აქვს სასტუმროს, მფლობელი იძულებული გახდა უფასო შვებულებაში გავეშვით“, - განაცხადა თორნიკე ავალიანმა აჭარის ტელევიზიასთან.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება, რომელიც სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს, ჯერ დასრულებული არ არის.

ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ლეოგრანდი“ 2015 წლის ზაფხულში გაიხსნა. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ მაშინ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სასტუმროში 40 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა და 700 ადამიანი დასაქმდა.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]