weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ზუგდიდში მეგრულ ენაზე სწავლების და საეკლესიო მსახურების შემოღებას ითხოვენ

21:03 შაბათი, 27 იანვარი 2018

მეგრულ-ლაზურ-სვანური ენების დაცვის მოთხოვნით ზუგდიდში აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მეგრული ენა გაქრობის საფრთხის წინაშეა და მის გადასარჩენად ხელისუფლებამ განათლების, სამედიცინო და სხვა სერვისების მიწოდება ქართულთან ერთად მეგრულ ენაზეც უნდა უზრუნველყოს. მათივე თქმით, სასულიერო პირებს სამეგრელოში წირვა-ლოცვის მეგრულ ენაზე ჩატარების უფლება უნდა მიეცეთ.

„საბავშვო ბაღი უნდა გახდეს ბილინგვა. ეს იმას ნიშნავს, რომ როცა ბავშვს ბაღში მიიყვანენ, მშობლებისგან მეგრული ენა უნდა იცოდეს და ბაღში ქართულს სწავლობდეს. ასევე, სკოლებში ექვსი კლასი უნდა იყოს მეგრული, შემდეგი კლასები კი ქართული. მივმართავთ უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, რომ სამეგრელოს ეკლესიებში საეკლესიო მეტყველება ორენოვანი იყოს“, - განაცხადა სააგენტო „ლაივპრესთან“ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გაერთიანება „აიას“ თავმჯდომარემ, ედემ იზორიამ.

მეგრულ ენაზე წირვა-ლოცვის აღვლენის მომხრეა ეპისკოპოსი ანტიფა სხულუხიაც. „წმინდა მოციქული პავლე წერს, ყველას შეუძლია იმ ენით ილოცოს, რომელიც მას უფრო ახლოდ მიაჩნია“, - აღნიშნა მან.

აქციის ორგანიზატორები აპირებენ მეგრული ენისთვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით ხელისუფლებას ოფიციალურად მიმართონ. ამ საკითხზე მათ ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

მეგრულ-ლაზურ-სვანური ენების დაცვის მოთხოვნით აქციები ზუგდიდში პერიოდულად იმართება.

Livepress.ge

სამეგრელოს რეგიონის ახალი ამბების პორტალი. ინტერნეტგამოცემა livepress.ge მკითხველს აფხაზეთის ამბებსაც აცნობს. სააგენტო ინფორმაციას ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენებზე ავრცელებს. გამოცემას ააიპ „მედია ფონდი“ ამუშავებს.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]