weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გურჯაანის რაიონში 4 სოფელი დაისეტყვა

17:21 სამშაბათი, 16 მაისი 2017

გურჯაანის რაიონში სოფლები ჩალაუბანი, მელაანი, არაშენდა და ჯიმითი დაისეტყვაგამგებლის წარმომადგენლების ინფორმაციით, სოფლებში ზარალის ოდენობა 10-დან 30%-მდე მერყეობს.

„ძლიერი სეტყვა დაახლოებით 7-10 წუთი გაგრძელდა და ძირითადად სოფლის თავში მდებარე ვენახები, ატმის ბაღები და ბოსტნეული დააზიანა. ზარალს გამგეობაში შექმნილი სპეციალური კომისია შეისწავლის“, - უთხრა „რეგინფოს“ სოფელ მელაანში გამგებლის წარმომადგენელმა გოჩა მესხიშვილმა.

არაშენდას ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის სიმონ არსენიშვილის თქმით, მის სოფელში ზარალი შედარებით მცირეა.

შეგახსენებთ, 7-8 მაისს ძლიერმა სეტყვამ ახმეტის და გურჯაანის რაიონებში 8 სოფელი დააზარალა. ახმეტაში დაისეტყვა სოფლები ქისტაური, ახშანი, ზემო ხოდაშენი და ჩაბინაანი. ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, სეტყვამ დაახლოებით 300 ჰექტრამდე ვენახი 80%-ით გაანადგურა, დაზიანდა ხეხილი, ბოსტნეული და მარცვლოვანი კულტურები.

სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტას“ ინფორმაციით, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 16 მაისს დედოფლისწყაროს, სიღაღის და გურჯაანის რაიონებში შიდამასიური ღრუბლის მასები გაანეიტრალა, რისთვისაც 82 ერთეული სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტა გაისროლეს.

„დღის მეორე ნახევრიდან სისტემის მართვის ცენტრის მიერ აღნიშნული რაიონების თავზე შიდამასიური ღრუბლის წარმოქმნა დაფიქსირდა. საერთო ფართობით 550 კმ2, კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100 %-ს მიაღწია, მოსალოდნელი მარცვლების ზომა კი 18 მმ იყო. 15:13 დან 17:14 საათამდე ღრუბლის მასები 82 ერთეული რაკეტით დამუშავდა, რის შედეგადაც ნალექის ნაწილი წვიმის სახით ჩამოიცალა. სეტყვის მოსვლა მხოლოდ სისტემის მოქმედების ზონის გარეთ, დასახლებული პუნქტების თავზე დაფიქსირდა“, – განაცხადეს „დელტა“–ში.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]