weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რას პასუხობს რადიო „თავისუფლების“ პრეზიდენტი კოალიციას „მედიის ადვოკატირებისთვის“

11:03 სამშაბათი, 06 თებერვალი 2018

„შიდა დისკუსიებისა და ანალიზის შემდეგ, რაც თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა, ვგეგმავთ, გავაფართოოთ ჩვენი წარმომადგენლობა და გავლენა საქართველოში იმ მაღალი ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების შენარჩუნებით, რომლითაც რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებაა ცნობილი“, - ასე გამოეხმაურა რადიო „თავისუფლების“ პრეზიდენტი ტომას კენტი კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წერილს.

„მადლობა თქვენი წერილისთვის. იმედი გვაქვს, რომ თქვენს წუხილებს გავაქარწყლებთ.

ყველა მედია ორგანიზაციის მსგავსად, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება მუდმივად აფასებს თავის კონტენტს, განვიხილავთ ჩვენს გავლენას და სტრატეგიებს, რათა გავაძლიეროთ ის ღირებულება,  რომლითაც ჩვენს აუდიტორიას უზრუნველვყოფთ.

ეს ჩვენთვის სავალდებულოაჩვენი მისიის გათვალისწინებით, რაც გულისხმობს რეპორტინგის უმაღლესი სტანდარტების დაცვას, ახალი ჟურნალისტური შესაძლებლობების დაუფლებას და ჩვენი ბიუჯეტის ზედმიწევნით დაგეგმვას.

შიდა დისკუსიებისა და ანალიზის შემდეგ, რაც თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა, ვგეგმავთ, გავაფართოოთ ჩვენი წარმომადგენლობა და გავლენა საქართველოში იმ მაღალი ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების შენარჩუნებით, რომლითაც რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებაა ცნობილი. პირველრიგში ეს გულისხმობს ჩვენს მიერ ციფრული პლათფორმების გამოყენების გაძლიერებას, მაგრამ ასევე ახალი კონტენტის და ჟურნალისტური შესაძლებლობების განვითარებას. „ეხო კავკაზა“ დარჩება სამსახურის ინტეგრირებულელემენტად, ისევე როგორც გიორგი გვახარიას გადაცემა. ჩვენ დავიწყეთ ახალი გადაცემა „პერსპექტივები“, აჭარის ტელევიზიაზე სალომე ასათიანის გადაცემაც განახლდება, როგორც კი წარმოების რესურსები ხელმისაწვდომი იქნება. ყველა ჩვენს საქმეში ვცდილობთ არ დავთმოთ ჟურნალისტური ერთიანობა, რაც ჩვენთვის დამახასიათებელი ნიშანია.

თქვენი წერილი მოწმობს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბევრი ქართველისთვის ჩვენი სერვისი. ჩვენ ამას საჯარო ნდობად მივიჩნევთ. თქვენ ამბობთ, რომ ქართული სამსახური არის როგორც მიმართულების განმსაზღვრელი, ასევე სტანდარტების დამამკვიდრებელი. ჩვენ ვართ დაბალანსებული, მიუკერძოებელი და ინოვაციური ჟურნალისტიკის ერთგული და დარწმუნებული ვარ, რომ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებას და ჩვენსქართულ ჯგუფს ექნება თქვენი ძვირფასი მხარდაჭერა“, - ნატქვამია ტომას კენტის წერილში.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის ნატა ძველიშვილის ინფორმაციით, რადიო „თავისუფლების“ ვიცეპრეზიდენტი ნენად პეჯიკი საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს და მასთან საუბრის საშუალება კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წარმომადგენლებსაც ექნებათ.

რამდენიმე დღის წინ, თანამდებობიდან გაათავისუფლეს „რადიო თავისუფლების“ ქართული სამსახურის უფროსი დავით კაკაბაძე, რის შემდეგაც თანამდებობა დატოვა რადიო „თავისუფლების“ თბილისის ბიუროს ხელმძღვანელმა მარინა ვაშაყმაძემაც. კაკაბაძის განმარტებით, რადიო „თავისუფლების“ მენეჯმენტთან უთანხმოება, მათი მოთხოვნის შესრულებაზე უარის თქმამ გამოიწვია, რაც „რუსთავი 2“-თან თანამშრომლობას გულისხმობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]