weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თელავის უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამამ აკრედიტაცია ვერ გაიარა

13:59 სამშაბათი, 27 თებერვალი 2018

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამამ აკრედიტაცია ვერ გაიარა. 2018 წელს უნივერსიტეტი ამ პროგრამაზე სტუდენტებს ვეღარ მიიღებს, 8 დოქტორანტს კი სტატუსის შეჩერება ან მობილობით სხვა სადოქტორო პროგრამაზე გადასვლა მოუწევს.  

საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭომ ფილოლოგიის (ტიპოლოგიური ლინგვისტიკა, ქართული ლიტერატურა) სადოქტორო პროგრამისთვის აკრედიტაციის საკითხზე ორი კვირის წინ იმსჯელა. თელავის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, შალვა ჭკადუას განცხადებით, ჯერ არ მიუღიათ აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა, სადაც აკრედიტაციაზე უარის თქმის მიზეზები იქნება განმარტებული.

„აკრედიტაცია მხოლოდ ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამამ ვერ გაიარა, რაცს ნიშნავს იმას, რომ ეს პროგრამა აღარ გვაქვს და შესაბამისად, სტუდენტები ვეღარ ისწავლიან. ამ პროგრამით მიღებული სტუდენტები სწავლას ვეღარ დაასრულებენ, ვიდრე პროგრამას ხელახალი აკრედიტაცია არ ექნება. ისინი უფლებამოსილები არიან, ისარგებლონ შიდა ან გარე მობილობით, ან შეიჩერონ სტუდენტის სტატუსი მანამ, ვიდრე აკრედიტაციას ხელახლა არ მივიღებთ. წინ უნივერსიტეტის ავტორიზაციის პერიოდი გვაქვს, რომელიც დაახლოებით სექტემბერში დასრულდება. ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამის განახლებაზე ფიქრს ამის შემდეგ დავიწყებთ“, - აღნიშნა შალვა ჭკადუამ.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისთვის რიგგარეშე მობილობა 26 თებერვალს გამოაცხადა. სტუდენტებმა სასურველ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მობილობის თაობაზე 19 მარტის ჩათვლით უნდა მიმართონ.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს სულ 10 სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა აქვს. 2018 წელს აკრედიტაცია მიიღო მეტეოროლოგიისა და კლიმატოლოგიის პროგრამამ. ჯერ-ჯერობით უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს აკრედიტაციის საბჭო ისტორიის სადოქტორო პროგრამასთან დაკავშირებით.

საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭომ წელს საქართველოს მასშტაბით სულ 38 საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხი განიხილა. 12 პროგრამას აკრედიტაციზე უარი ეთქვა, 19 პროგრამას სრული, ხოლო შვიდს პირობითი აკრედიტაცია მიენიჭა. წელსვე ავტორიზაცია გაუუქმდა ორ უმაღლეს სასწავლებელს - თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ „ჰიპოკრატეს“ და თბილისის საერთაშორისო აკადემიას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]