weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

რუსეთო, შეწყვიტე უკანონო ოკუპაცია – ანა გომეში

17:43 სამშაბათი, 27 თებერვალი 2018

ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებას ევროპარლამენტის წევრი, პორტუგალიის სოციალისტური პარტიის წარმომადგენელი ანა გომეში გამოეხმაურა. ევროპარლამენტარი რუსეთს საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

„დღე საქართველოს პარლამენტის წევრებთან და თანამშრომლებთან ერთად დავიწყე. ვწუხვარ და ვიზიარებ მათ შეშფოთებას სამხრეთ ოსეთში რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გამო. კიდევ ორი ქართველი ამ დრომდე დაკავებულია. რუსეთო, შეწყვიტე უკანონო ოკუპაცია!“ – წერს ანა გომეში „ტვიტერში“.

22 თებერვალს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ახალგორში საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი დააკავეს. 23 თებერვალს დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილი იზოლატორში გადაყვანისას კიბეზე დაგორდა, მოგვიანებით კი ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მისი ცხედარი ოჯახისთვის ამ დრომდე არ გადმოუციათ.

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოცემის მოთხოვნით გუშინ აქცია გამართეს და ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. მათ ხელისუფლებას ორდღიანი ვადა მისცეს ცხედრის გადმოსასვენებლად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]