weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

სასტუმრო „ლეოგრანდს“ სახელი შეეცვლება და „ველმონდი“ დაერქმევა

17:47 ოთხშაბათი, 28 თებერვალი 2018

ბათუმში მდებარე სასტუმრო-სამორინე „ლეოგრანდი“, რომელიც ნოემბერში, ხანძრის შემდეგ დაიხურა, მუშაობას ზაფხულიდან განაახლებს. მეპატრონის გადაწყვეტილებით, სასტუმროს სახელი შეეცვლება და „ველმონდი“ დაერქმევა.

აჭარის ტელევიზიასთან საუბარში „ლეოგრანდის“ იურისტი კახა წერეთელი ამბობს, რომ სასტუმროში სარემონტო და დასუფთავების სამუშაოები დაწყებულია. მისივე თქმით, ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენის შემდეგ, უსაფრთხოების ზომების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაზე იმუშავებენ.

2017 წლის 24 ნოემბერს, სასტუმროში გაჩენილ ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად დაწყებული გამოძიება ჯერ დასრულებული არ არის.

ხანძრის შემდეგ, ორი თვის განმავლობაში, სასტუმროს 500-მდე თანამშრომელი ხელფასს იღებდა, თუმცა იანვრის ბოლოს ისინი უხელფასო შევებულებაში გაუშვეს. ამის შემდეგ მათ აქცია გამართეს და სასტუმროსა და სამორინეს გახსნა მოითხოვეს.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]