აჭარის ტელევიზიასთან საუბარში „ლეოგრანდის“ იურისტი კახა წერეთელი ამბობს, რომ სასტუმროში სარემონტო და დასუფთავების სამუშაოები დაწყებულია. მისივე თქმით, ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენის შემდეგ, უსაფრთხოების ზომების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაზე იმუშავებენ.
2017 წლის 24 ნოემბერს, სასტუმროში გაჩენილ ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად დაწყებული გამოძიება ჯერ დასრულებული არ არის.
ხანძრის შემდეგ, ორი თვის განმავლობაში, სასტუმროს 500-მდე თანამშრომელი ხელფასს იღებდა, თუმცა იანვრის ბოლოს ისინი უხელფასო შევებულებაში გაუშვეს. ამის შემდეგ მათ აქცია გამართეს და სასტუმროსა და სამორინეს გახსნა მოითხოვეს.