weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის უფროსად ნათია ზამბახიძე დაინიშნა

16:12 პარასკევი, 02 მარტი 2018

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი ჟურნალისტი ნათია ზამბახიძე „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების“ ქართული სამსახურის უფროსად დაინიშნა. უფლებამოსილების განხორციელებას ის პრაღაში, 1-ლი მაისიდან დაიწყებს.

რადიო „თავისუფლების“ ქართული სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 30 იანვარს დავით კაკაბაძე გაათავისუფლეს. კაკაბაძის გათავისუფლების შემდეგ თანამდებობა რადიოს თბილისის ბიუროს ხელმძღვანელმა მარინა ვაშაყმაძემაც დატოვა

დავით კაკაბაძის შესაძლო განთავისუფლებაზე და რადიო „თავისუფლების“ მენეჯმენტსა და ქართულ სამსახურს შორის არსებულ უთანხმოებაზე ინფორმაცია  თავდაპირველად BBG Watch-მა გაავრცელა, რომელიც იუწყებოდა, რომ რადიოს  მენეჯმენტი ქართულ სამსახურს „რუსთავის 2“–თან თანამშრომლობას აძალებდა.

ნათია ზამბახიძე აშშ-ში საქართველოს საელჩოში უფროსი მრჩევლის თანამდებობაზე მუშაობდა. წლების წინ ის ტელეკომპანია„რუსთავი 2“–ის თანამშრომელი იყო. ზამბახიძემ ტელეკომპანია ვარდების რევოლუციის შემდეგ დატოვა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]