weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„სვანეთი ჰიდრო“ – მესტიაჭალა ჰესის მშენებლობა 2018 წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს

17:37 ოთხშაბათი, 07 მარტი 2018

კომპანია „სვანეთი ჰიდრო“ „მესტიაჭალა ჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანია აღნიშნავს, რომ ორივე ჰესის სამშენებლო პროცესის ნახევარზე მეტი შესრულებულია, ინვესტიციის 2/3 უკვე დახარჯულია და მშენებლობის დასრულება 2018 წლის დეკემბერშია დაგეგმილი.

„სვანეთი ჰიდროს“ განცხადებით, დაბა მესტიაში მშენებარე „მესტიაჭალა 1“ და „მესტიაჭალა 2“ არადაგუბებითი ტიპის ჰესებს განეკუთვნება და თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტების სრული დაცვით შენდება, ეკოლოგიურად ყველაზე უსაფრთხოა და გარემოზე მინიმალურ ზემოქმედებას ახდენს. 

„სვანეთი ჰიდრო“ ჰესის მშენებლობას წამყვან ავსტრიულ კომპანია rpGLOBAL-თან ერთად ახორციელებს. rpGLOBAL-ი ოცდაათწლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც მსგავსი ტიპის ეკოლოგიურად უსაფრთხო ჰესებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აშენებს, მათ შორისაა ავსტრია, პორტუგალია, ესპანეთი და სხვა. rpGLOBAL-ის მთავარი მიმართულება სწორედ ენერგოგანვითარების სფეროში გარემოსდაცვითი სტანდარტების ინტეგრირებაა.

„მესტიაჭალა 1“ და „მესტიაჭალა 2“ ავსტრიული კომპანიების კონსორციუმის Convex-Hydroconsult-ის მიერაა დაპროექტებული. ჰესი დარგში არსებული საუკეთესო ტექნოლოგიებით შენდება, მასში დამონტაჟდება მსოფლიო ლიდერი კომპანია KOSSLER-ის ტურბინები.

აღსანიშნავია, რომ „სვანეთი ჰიდრომ“ კანონით გათვალისწინებული პროცედურებისა და საექსპერტო დასკვნების მოპოვების გარდა, მშენებლობის დაწყებამდე საჯარო განხილვებიც გამართა. მათ შორის მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა მესტიის თემთა საბჭოს წარმომადგენლებთან. ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ სვანეთის ადგილობრივ მოსახლეობას, მათ აზრსა და შეხედულებებს. ვცდილობთ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ საზოგადოების ინტერესები და რჩევები, რაც ჩვენი მხრიდან არაერთხელ დავაფიქსირეთ.

სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით, მესტიაში მუდმივად ვახორციელებთ სხვადასხვა სახის პროექტებს. კომპანიამ მესტიის მოსახლეობისთვის უკვე 1 მილიონი ლარის სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელა, მათ შორის „სვანეთი ჰიდრომ“ ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 600 000 ლარი გამოყო. მსგავსი ტიპის სოციალური პროექტები მომავალშიც გაგრძელდება და ვიმედოვნებთ, ამით ჩვენს წვლილს შევიტანთ მესტიის განვითარებაში.

იმედი გვაქვს, სამუშაო პროცესი დათქმულ ვადებში დამთავრდება. ეკოლოგიურად უსაფრთხო მწვანე ჰესების მშენებლობა მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, როგორც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის, ისე განახლებადი ენერგიის განვითარების კუთხით. ჰესის მშენებლობის ნებისმიერ ეტაპზე, ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ პირთან. მივესალმებით ნებისმიერი ტიპის განხილვას, რომელიც კონსტრუქციულ ფორმატში მიმდინარეობს“, - ნათქვამია „სვანეთი ჰიდროს“ განცხადებაში.

5 მარტს მესტიაში საპროტესტო აქცია გაიმართა სვანეთში ჰესების მშენებლობის აკრძალვის მოთხოვნით. აქციის მონაწილეების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ჰესების მშენებლობა მაინც გაგრძელდა, მოსახლეობა საავტომობილო გზას გადაკეტავს და მძიმე ტექნიკას მესტიის მუნიციპალიტეტში არ შეუშვებს.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებით, სვანეთში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ გამართული აქციები მალხაზ უდესიანის მიერ არის ორგანიზებული, რომელიც 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მისი კონკურენტი იყო. კაპიტონ ჟორჟოლიანის თქმით, დაინტერესებულ ჯგუფს იმპიჩმენტის გზით მესტიის მერის თანამდებობიდან მისი გადაყენება სურს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]