weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

გუდაურში დაშავებულებს მომავალ წელს საქართველოში დავპატიჟებთ – ქუმსიშვილი

12:49 შაბათი, 17 მარტი 2018

გუდაურში დაშავებულებს შევთავაზეთ, რომ მომავალ წელს საქართველოში დავპატიჟებთ, რაზეც დაგვთანხმდნენ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომელმაც ღუდუშაურის კლინიკაში დაშავებულები მოინახულა. მისივე თქმით, ერთ-ერთმა დაშავებულმა, რომელიც კლინიკიდან დღეს დილით გაეწერა, გუდაურში დაბრუნება ითხოვა.

„კურორტი გუდაური მუშაობს, ისევე როგორც ყველა დანარჩენი საბაგირო. ადამიანები სრიალებენ და აუცილებლად უნდა გააგრძელონ დასვენება. ჩვენ დღეს დაშავებულებს შევთავაზეთ, რომ შემდეგ წელს საქართველოში დავპატიჟებთ და დაგვთანხმდნენ, რომ აუცილებლად ესტუმრებიან საქართველოს და რათქმაუნდა, გაატარებენ კარგ დროს ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, გუდაურში მომხდარი ფაქტის შესასწავლად საქართველოში უცხოელი ექსპერტები ჩამოვლენ. მოლაპარაკებები რამდენიმე ევროპულ კომპანიასთან მიმდინარეობს.

„მომივიდა შეტყობინება, რომლითაც დადასტურდა, რომ დღეს ღამე ჩამოვა კომპანია „ბიურო ვერიტასის“ ექსპერტული ჯგუფი. ეს არის სწორედ ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანია, რომელსაც მთელი მსოფლიო ენდობა. მათთან ერთად დაიწყება კვლევისა და ძიების პროცესი. მნიშვნელოვანია, რომ დამოუკიდებელი დასკვნა დაიდოს. „დოპელმაიერის“ წარმომადგენლები გუდაურში, ალბათ, დღეს ავლენ, თუმცა მათ არ ექნებათ შესაძლებლობა, შეეხონ მოწყობილობა-დანადგარებს, მათ შეუძლიათ, ვიზუალურად დაათვალიერონ ადგილი“, – განაცხადა მინისტრმა.

გუშინ 16 მარტს, გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე, პირველადი ინფორმაციით, საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს შორის არიან რუსეთის, უკრაინის, შვედეთისა და საქართველოს მოქალაქეები. 7 ადამიანი თბილისში გადაიყვანეს, მათ შორის ერთი ტურისტი, რომელსაც მრავლობითი მოტეხილობები აქვს, ღუდუშაურის კლინიკაში ვერტმფრენით გადააფრინეს. დაშავებულთა შორის შვედეთის მოქალაქე ორსული ქალიცაა. ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამედიცინო დაწესებულებაში ამ დროისთვის 5 პაციენტი რჩება, მათგან ერთს რეანიმაციაში მკურნალობენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]