weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„სითი პარკის" 120 თანამშრომელი თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმდება

13:04 ხუთშაბათი, 22 მარტი 2018

კომპანია „სითი პარკის“ 120 თანამშრომელი თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმდება. თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მათ გამოცდილებას პარკირების სისტემის მართვისთვის გამოიყენებენ.

„ჩემთვის, როგორც თბილისის მერისთვის, ნებისმიერი ადამიანის ბედი არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, მინდა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს, მამუკა კობახიძეს ვთხოვო, რომ ის 120 თანამშრომელი, რომელიც „სითი პარკში“ მუშაობდა, აყვანილი იქნას სამსახურში. ესენი არიან ძირითადად ინსპექტორები, რომლებიც არ უნდა დაზარალდნენ მათი კომპანიის ქმედებების გამო. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს, მამუკა კობახიძეს ვავალებ, დაუყოვნებლივ მიიღოს საჭირო ზომები იმისთვის, რომ საპარკინგე ინფრასტრუქტურა უმოკლეს ვადებში მოეწყოს, რომ უპრობლემოდ გავაგრძელოთ მუშაობა“, – აღნიშნა კალაძემ.

კალაძის თქმით „სითი პარკი“ ცდილობს მათთან ხელშეკრულების გაუქმების პროცესი პოლიტიკურ ჭრილში განიხილოს, რაც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

„კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა „სითი პარკის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაერთგზის შეუსრულებლობის გამო მოხდა. მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილების არასწორი ინტერპრეტირების ყოველგვარი მცდელობა საფუძველს მოკლებულია და არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„სითი პარკთან“ ხელშეკრულება 10 აპრილიდან გაუქმდება, რის შემდეგაც პარკირების მენეჯმენტს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.

„სითი პარკის“ განცხადებით მერიის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივი შეწყვეტა პოლიტიკურად მოტივირებულია და „საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ ეპყრობა საქართველოს ხელისუფლება უცხოელ ინვესტორებს“. კომპანიის იურისტები ამბობენ, რომ სასამართლოში მერიასა და კომპანიას შორის დავა მიმდინარეობს და უკანონოა ხელშეკრულების გაწყვეტა მანამ, ვიდრე სასამართლო არ დაადგენს, დაარღვია თუ არა კომპანიამ მერიის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]