weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

„ქართული მარშის“ წევრებმა სასამართლოს დარბაზში ილოცეს

16:00 პარასკევი, 23 მარტი 2018

თბილისის საქალაქო სასამართლოში „რუსთავი 2“-თან მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებული „ქართული მარშის“ ექვსი აქტივისტის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომათა დარბაზში მოსამართლე დავით კურტანიძის შესვლისას, „ქართული მარშის“ აქტივისტები და მათი მხარდამჭერები ფეხზე წამოდგნენ და „მამაო ჩვენო“ ერთხმად წარმოთქვეს.

ბრალდების მხარე ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. პროკურორის თქმით, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მოსალოდნელი სასჯელის თავიდან არიდების მიზნით, ბრალდებულები გამოძიებას მიემალებიან.

ერთ-ერთი ბრალდებულის, ლადო სადღობელაშვილის თქმით, ის კრიმინალი არ არის და არ არსებობს მის მიმართ წინასწარი პატიმრობის გამოყენების საჭიროება. ადვოკატი 3000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სადღობელაშვილის გათავისუფლებას ითხოვს. 

„მე მყავს ოჯახი, რომელიც ჩემზეა დამოკიდებული. ნამდვილად არ ვაპირებ სადმე მიმალვას. მე აქ ჩემი პოლიტიკური ცხოვრება მაქვს, ჩემი ხაზი მაქვს. ძალიან გთხოვთ ეს ყველაფერი გაითვალისწინოთ. მზად ვართ გადავიხადოთ გირაო. ძალიან გთხოვთ ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ნუ იზამთ ისე, რომ ახალგაზრდა პოლიტიკოსების ბედი იყოს გლდანში გადაწყვეტილი“, - განაცხადა სადღობელაშვილმა.

სასამართლო სხდომას ესწრება „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე, რომელმაც პროკურორს სიტყვა შეაწყვეტინა რეპლიკით „გინებისთვის პრემიერი რატომ არ დააპატიმრეთ“. მოსამართლემ მას გაფრთხილება მისცა.

ლადო სადღობელაშვილი, ლუკა ნაცვლიშვილი, გიორგი ონიანი, ბექა რევაზიშვილი, ირაკლი დოლენჯაშვილი და მიხეილ ამისულაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან 19 მარტს განვითარებული მოვლენების გამო დააკავეს. მათ ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფური ხულიგნობა, რაც 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ორ მათგანს ბრალი დაუმძიმდა. ლუკა ნაცვლიშვილს დამატებით სხვისი ნივთის დაზიანებას, გოგა ონიანს კი ცემასა და ძალადობას ედავებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]