weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გიორგი კვირიკაშვილმა წილკანში არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა

16:16 პარასკევი, 23 მარტი 2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სოფელ წილკანში, არჩილ ტატუნაშვილის სახლში მივიდა და გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა.

გიორგი კვირიკაშვილთან ერთად სამძიმარზე იმყოფებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და თბილისის მერი კახა კალაძე. სამძიმრის შემდეგ მთავრობის მეთაურს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

დღეს წილკანში იმყოფებოდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, რომელმაც არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს წმინდა სინოდის წევრებთან ერთად მიუსამძიმრა. უწმინდესმა გარდაცვლილი სამხედროს სულის მოსახსენიებელი პანაშვიდიც გადაიხადა.

„ჩვენ ვიზიარებთ ოჯახის მწუხარებას. ეს არის მწუხარება მთელი საქართველოსი. ნათელში იყოს მისი სული. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მისი სული ცოცხალია და მას სჭირდება ლოცვები“, – განაცხადა ილია მეორემ.

არჩილ ტატუნაშვილს ხვალ, 24 მარტს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.

35 წლის არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებულ ახალგორში, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა 22 თებერვალს დააკავეს. 23 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ცხინვალში გარდაიცვალა. სავარაუდოდ, ტატუნაშვილი წამებით მოკლეს. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით კი, მამაკაცი გულის უკმარისობით დაიღუპა.

ქართული მხარე, მათ შორის, გარდაცვლილის ოჯახი და საქართველოს საპატრიარქო ცხედრის გადმოსვენებას 26 დღის განმავლობაში ითხოვდა. საბოლოოდ, ცხედარი „წითელი ჯვრის“ ჩართულობით ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს. ცხედარს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარეს. წინასწარი მონაცემებით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, რაც სპეციალისტების განცხადებით, დიდი ალბათობით წამების კვალზე მიუთითებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]