weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

შესაძლოა აზიური ფაროსანა საქართველოში ხელოვნურად გამოიყვანეს – რუსეთი

16:33 პარასკევი, 30 მარტი 2018
შესაძლოა აზიური ფაროსანა საქართველოში ხელოვნურად გამოიყვანეს – რუსეთი ფოტო © Sputnik

„შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ აზიური ფაროსანა, რომელიც აფხაზეთშია გავრცელებული, ბიოლოგიური დივერსიის ფარგლებში საქართველოში ხელოვნურად გამოიყვანეს“, – ამის შესახებ რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა იულია მელანომ განაცხადა.

„არ გამოვრციხავთ, რომ საუბარია გარკვეული ბიოლოგიური იარაღის გამოყენებაზე. საქართველოში რამდენიმე ამერიკული ბიოლაბორატორიაა და უცნობია, რას საქმიანობენ ისინი“, – აღნიშნა „როსსელხოზნადზორის“ წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, ჯერჯერობით აფხაზური მხარე ვერ იძლევა იმის გარანტიას, რომ უმოკლეს ვადებში შეძლებს მავნებელთან გამკლავებას. ამის გამო რეჟიმი, რომელიც ორ აპრილამდე აფხაზეთიდან რუსეთში მცენარეული წარმოშობის ყველანაირი პროდუქციის შეტანას კრძალავს, შესაძლოა გარკვეული პერიოდით გახანგრძლივდეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, აფხაზეთში კვლავ მძიმე მდგომარეობაა - ნადგურდება თხილი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტია.  

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით 25 მარტიდან აფხაზეთში აზიური ფაროსანას შეგროვება დაიწყო. 1 კილოგრამ ფაროსანაში 1000 რუბლს იხდიან. რუსული მედიის ინფორმაციით, 28 მარტის მდგომარეობით, მხოლოდ ოჩამჩირის რაიონში 300 კილოგრამი ფაროსანა იყო შეგროვებული.

აზიური ფაროსანა (იგივე აზიური ბაღლინჯო) მავნებელი მწერია, რომელიც მცენარეებით იკვებება. მავნებელი დასავლეთ საქართველოში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. თხილის გარდა, ბაღლინჯო აზიანებს თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას, კენკროვნებს, ბოსტნეულ კულტურებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]