weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქობულეთში მეეზოვეები გაიფიცნენ

15:51 ოთხშაბათი, 04 აპრილი 2018

ქობულეთის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი კვარტალური პრემიის დარიცხვას ითხოვენ. „აჭარის ტელევიზიასთან“ მეეზოვეები ამბობენ, რომ მუშაობას მანამდე არ დაიწყებენ, ვიდრე მათი მოთხოვნა არ შესრულდება.

მეეზოვეების ხელფასი 280 ლარია. სამ თვეში ერთხელ, პრემიის სახით ისინი ხელფასის 100%-ს იღებდნენ, თუმცა წელს, პირველი კვარტლის ბოლოს ეს თანხა არ მიუღიათ.

„ხალხს არ სჯერა, რომ მხოლოდ 280 ლარი გვაქვს ანაზღაურება. ჰგონიათ 500-600 ლარს ვიღებთ. ყველას ოჯახი გვყავს, ბანკში კრედიტები გვაქვს აღებული, მაღაზიაში ვალები გვაქვს. როგორ უნდა გადავიხადოთ? მანამდე არ დავიშლებით, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება“, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ააიპ „ქობულეთის სანდასუფთავების“ დირექტორი, სულიკო ბლადაძე მეეზოვეებს სთავაზობს, რომ წელიწადში ასაღები ოთხი პრემია ხელფასებზე გადანაწილდეს. მისივე თქმით, „სანდასუფთავების“ თანამშრომლები პირველი კვარტლის გამოტოვებულ პრემიას წლის ბოლოს მიიღებენ.

ქობულეთის დასუფთავების სამსახურში სულ 211 ადამიანია დასაქმებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]