weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„საქნახშირის“ დირექტორი – მინდელის შახტაში უსაფრთხოების წესები დარღვეული არ ყოფილა

17:34 ხუთშაბათი, 05 აპრილი 2018

მინდელის შახტის მმართველი კომპანია „საქნახშირის“ დირექტორმა ჯამბულ ჯაყელმა განაცხადა, რომ შახტაში დღეს მომხდარი შემთხვევა, რომლის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა, უსაფრთხოების წესების დარღვევას არ გამოუწვევია. მისივე თქმით, შახტაში სამთო დარტყმა მოხდა და მისი პრევენცია შეუძლებელი იყო.

„ჩასულები იყვნენ კვალიფიციური ინჟინრები და ფიზიკური დათვალიერებდან გამომდინარე ჩვენ ვიძახით, რომ ეს იყო სამთო დარტყმა. ეს შახტები საბჭოთა პერიოდიდან არსებობს, 50 ინსტიტუტი მუშაობდა სამთო საქმიანობაზე და ვერ მოიფიქრეს ისეთი პრევენცია, რომ სამთო დარტყმა შეეჩერებინათ. მსგავსი შემთხვევები ყოფილა, მაგრამ არა ესეთი ძლიერი“, – განაცხადა ჯამბულ ჯაყელმა ჟურნალისტებთან.

ჯაყელმა დაადასტურა, რომ 2017 წლის ივნისში ჩატარებული შემოწმების შედეგად შახტაში დარღვევები გამოვლინდა, რომელთა ნაწილი ამ დრომდე არ ყოფილა გამოსწორებული, თუმცა უარყო მათი კავშირი დღეს მომხდარ შემთხვევასთან.

„იყო შენიშვნები, რომელსაც გონივრული დრო სჭირდებოდა. ყველაფრის ერთდროულად გამოსწორება შეუძლებელია. მაგარამ ეს შემთხვევა სრულიად არ უკავშირდება იმ შენიშვნებს“, – აღნიშნა „საქნახშირის“ დირექტორმა.

მინდელის შახტაში მომხდარი შემთხვევის შესასწავლად შექმნილია მოკვლევის ჯგუფი, გარდა ამისა ადგილზე მუშაობენ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის წარმომადგენლები და სამართალდამცავები. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მინდელის სახელობის შახტაში 2017 წლის მაისში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ოთხი მუშა დაიღუპა, რის შემდეგაც ჯანდაცვის სამინისტრომ შემოწმება ჩაატარა და „საქნახშირს“ რეკომენდაციები მისცა. იმავე წლის ოქტომბერში, შახტაში კიდევ ერთი მუშა დაიღუპა. ის მიწისქვეშა სამუშაოებს ასრულებდა, როდესაც სამთო მასა ჩამოიშალა და ქვეშ მოიყოლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]