weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ტყიბულელი მეშახტეებისადმი სოლიდარობის აქციაზე 5 ახალგაზრდა დააკავეს

20:57 პარასკევი, 06 აპრილი 2018

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ აქციაზე, რომელიც ტყიბულელი მეშახტეების სოლიდარობის გამო გაიმართა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აქციის 5 წევრი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძის გამზირიდან რუსთაველის გამზირამდე მსვლელობა მოაწყეს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კი მათ საავტომობილო გზის გადაკეტვა მოისურვეს.

„მიუხედავად პოლიციის მოწოდებისა შეეწყვიტათ მსგავსი ქმედება და არ შეეფერხებინათ ავტომანქანების გადაადგილება, ისინი არ დაემორჩილნენ, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 5 პირი: 1992 წელს დაბადებული ც. ც., 1991. წელს დაბადებული კ. გ., 1993 წელს დაბადებული გ. ჟ ს. 1995წელს დაბადებული ვ. ჩ და 1993 წელს დაბადებული კ. ა. წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელისათვის დაუმორჩილებლობის ფაქტზე დააკავეს“, - განაცხადეს შს სამინისტროში.

5 აპრილს, დაახლოებით დილის 4 საათზე, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. დაღუპულები არიან 26 წლის პავლე გამეზარდაშვილი, 28 წლის გიორგი ბოჭორიშვილი, 46 წლის მირზა ქურციკიძე, 50 წლის ბესიკ გურგენიძე, 52 წლის ელგუჯა ბოჭორიშვილი და 59 წლის გოგი რაფავა.

„სახელმწიფოს ტაქტიკაა რომ აქციის მონაწილეები დაიჭიროს და მთავარი საკითხიდან ჩვენი ყურადღება გადაიტანოს იმაზე, რომ მათი გამოშვება და გათავისუფლება მოვითხოვოთ და ტყიბული დაგვავიწყდეს, მაგრამ ტყიბული არ დაგვავიწყდება. ისე მოვითხოვთ ჩვენი მეგობრების გათავისუფლებას“, - განაცხადა „აუდიტორია 115“-ის წევრმა ლევან ლორთქიფანიძემ.

„ეს არის ტრადიციული ზეწოლა იმ პროტესტზე, რომელსაც ვაცხადებთ, რადგან ადამიანები არ უნდა იღუპებოდნენ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ შრომობენ და იბრძვიან იმისთვის, რომ მოიპოვონ ელემენტარული სარჩო-საბადებელი. ეს ბრძოლა გაგრძელდება და თუ იმსხვერპლებს ვინმეს, ეს იქნება ხელისუფლება და არავინ სხვა“, - აღნიშნა ირაკლი კუპრაძემ.

დღეს, თბილისში გამართულ აქციაში უმეტესად სტუდენტები მონაწილეობდნენ. აქციის მონაწილეები ითხოვენ, გადადგეს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თანამდებობიდან და მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა არსებითად გადახედოს მის ეკონომიკურ პოლიტიკას, რომ მოსახლეობის ნაკლებად იყოს დამოკიდებული ქვანახშირის წარმოების სისტემაზე.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის დასკვნით, შპს „საქნახშირის“ კუთვნილ საწარმოში დასაქმებულები სამუშაო ადგილებზე იმყოფებიან ღირსებისათვის შემლახავ სამუშაო გარემოში და უხეშად ირღვევა მათი შრომითი პირობები და უფლებები. დაკისრებულ მოვალეობებს დასაქმებულები ასრულებენ შიშის ფაქტორის ზემოქმედების ქვეშ, ექსტრემალურ პირობებში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]