2 აპრილს ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის პირველ მოადგილედ ირაკლი ქარსელაძე დაინიშნა, რომელიც ამავე დროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობასაც ითავსებს. ქარსელაძე მანამდე თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო.
30 მარტს თანამდებობა დატოვა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრმა მის შემცვლელად მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი წარადგინა.