weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს პატიმრობა შეეფარდა

15:13 სამშაბათი, 17 აპრილი 2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

ადვოკატ ვახტანგ აბესაძის თქმით, ვეფხია ბაქრაძე მკვლელობის ფაქტს აღიარებს, თუმცა კვალიფიკაციას არ ეთანხმება და ამბობს, რომ მკვლელობა ბავშვების თვალწინ არ ჩაუდენია.

სასამართლოს დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა იოსებ ხუციშვილმა განაცხადა, რომ სახლიდან, სადაც თამარ გამრეკელაშვილი მოკლეს, ბენზინი ამოიღეს.

„გამოძიება გრძელდება. მიმდინარეობს მტკიცებულებების მოპოვება და ტარდება ექსპერტიზები. სახლიდან ამოღებულია თხევადი ნივთიერება. ბრალდებულის განმარტებით, ეს არის ბენზინი. მისივე თქმით, მას დაზარებულის დედის ტანსაცმელი უნდა დაეწვა“,  აღნიშნა პროკურორმა.

თამარ გამრეკელაშვილი 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში მოკლეს. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა. საქმის მასალების მიხედვით, ვეფხია ბაქრაძემ ქალს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, გულმკერდისა და ყელის არეში, დანით მრავლობითი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მიაყენა.

შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, მოკლული და დედამისი პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდნენ და მამინაცვლის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერა ითხოვეს. პოლიციამ ორდერი გამოწერა. შსს-ს ცნობით, თამარ გამრეკელაშვილმა პირადი საქმეების გამო, პოლიციის შენობა მარტომ, დედაზე ადრე დატოვა, მალევე კი პოლიციაში შეტყობინება შევიდა თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის შესახებ. 

თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება 11 პრიმა 109–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. 

მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი, თემურ ბაქრაძე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 15 აპრილს დააკავეს. დღეს მასაც წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. 

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 6 ივნისს, 11:00 საათზე გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]