weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

რუსი სამხედროების მიერ დაკავებული თამაზ ილურიძე გაათავისუფლეს

23:33 ოთხშაბათი, 18 აპრილი 2018

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანთან რუსი სამხედროების მიერ დაკავებული თამაზ ილურიძე ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს. ილურიძის თქმით, მას ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავს, თანასოფლელთან ერთად სოფლის საძოვარზე საქონელს მწყემსავდა, რა დროსაც რუსმა შეიარაღებულმა პირებმა იარაღის მუქარით წაიყვანეს.

„მოვიდნენ, ხელი მომკიდეს და მანქანაში შემაგდეს, შემდეგ კი ცხინვალში წამიყვანეს. მემუქრებოდნენ, მაგრამ ცემით არ ვუცემივარ. მითხრეს, რომ დამაჯარიმებდნენ“, - განაცხადა თამაზ ილურიძემ, რომელმაც გათავისუფლების შემდეგ პოლიციაში ჩვენება მისცა.

თამაზ ილურიძე დაჯარიმების გარეშე გაათავისუფლეს, რაც სავარაუდოდ იმის გამო მოხდა, რომ მამაკაცი მარტოხელაა და მისი ჯარიმის გადახდას ვერავინ შეძლებდა.

თამაზ ილურიძე 17 აპრილს დააკავეს. მის გასათავისუფლებლად მოლაპარაკებები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის საშუალებით მიმდინარეობდა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 126 უკანონო დაკავების ფაქტი იყო რეგისტრირებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]