შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. სამართალდამცავებს ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად 10 ერთეული მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ავტომანქანა 25 აპრილს გადაეცა. ტექნიკის გამოყენებით მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაგეგმილია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ტერიტორიების, სიმინდის ფართობების და ტყისპირა ზოლების შეწამლა და თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდება.