weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ვანსა და ხონში პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება

08:12 შაბათი, 28 აპრილი 2018

დღეს, 28 აპრილის, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ვანისა და ხონის N54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში იმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნები ტარდება 60 საარჩევნო უბანზე, სადაც ჯამში 48 054 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობის ექვსი კანდიდატი მონაწილეობს: გიორგი უგულავა, N2 – „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“; გიორგი ლილუაშვილი, N17 – „საქართველო“; ზურაბ ქართველიშვილი, #N21 – „ტრადიციონალისტები“; მამუკა ტუსკაძე, N23 – „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“; გივი ჭიჭინაძე, N41 -„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“; ვასილ კოპალიანი, N42 – საინიციატივო ჯგუფი (სოფიო მეშველიანი, შორენა ჯურხაძე, ვაჟა კოპალიანი, თამარ კუხალაშვილი, მარინა ჩაგუნავა).

ათმა ოპოზიციურმა პარტიამ, მათ შორის „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, შუალედურ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა.

შუალედური არჩევნები პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო დაინიშნა. გრიგოლ ლილუაშვილმა მუშაობა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე გააგრძელა.

 

ამ თემაზე:

არჩევნებზე გიგი უგულავას 41.4 % უჭერს მხარს, გივი ჭიჭინაძეს - 32.1 % – კვლევა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]