ხანძარი სოფელ საკირედან 7 კილომეტრში 30 აპრილს, საღამოს გაჩნდა. ჯერჯერობით უცნობია, რა ფართობი იწვის, თუმცა დასახლებულ პუნქტამდე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
ღამის განმავლობაში ცეცხლის ჩაქრობას 30 მეხანძრე-მაშველი ცდილობდა. დღეს დილიდან კი ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოებში თბილისიდან ჩასული მეხანძრეებიც მონაწილეობენ.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრების შედეგად გასულ წელს დაახლოებით 200 ჰექტრამდე ტყე დაიწვა. სოფელ დაბასთან ტყეში ხანძარი 20 აგვისტოს გაჩნდა. მისი ჩაქრობა 27 აგვისტოს მოხერხდა.