weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ოზურგეთში ქურდობის ბრალდებით ორი ახალგაზრდა დააკავეს

13:41 შაბათი, 05 მაისი 2018

ოზურგეთში ქურდობის ბრალდებით ორი ახალგზრდა - 1993 წელს დაბადებული გ.ზ. და 1991 წელს დაბადებული ზ.ს. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, 29 აპრილს, სოფელ ცხემლისხიდში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში ფარულად შეაღწიეს, საიდანაც ტელევიზორი, ელექტროხერხი და წყლის ტუმბო მოიპარეს.

„გ.ზ.-მ და ზ.ს.-მ, ასევე, გაიტაცეს ამავე მოქალაქის კუთვნილი ოპელის მარკის ავტომანქანა, რომლითაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გატაცებულ ავტომანქანას მეორე დღესვე მეზობელ სოფელში მიაკვლიეს. პოლიციამ სხვა მოპარული ნივთები მომხდარიდან რამდენიმე დღეში ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ერთ-ერთი დაკავებული - გ.ზ. მხილებულია მიმდინარე წლის 11 თებერვალს სოფელ შემოქმედში მომხდარ ფაქტზე, რა დროსაც, მის მიერ სასურსათო მაღაზიაში შეგდებული საბრძოლო ხელყუმბარის აფეთქების შედეგად, სავაჭრო ობიექტი დაზიანდა და მეპატრონეს, დაახლოებით, 4000 ლარის ოდენობის ზარალი მიადგა“, - განაცხადეს შსს-ში.

შსს-ს ცნობით, ორივე ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]