weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სვანეთში მშენებარე ჰესებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს

10:59 ოთხშაბათი, 09 მაისი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ეკონომიკური სიმძლავრეების გაზრდას და ენერგოდამოუკიდებლობას ქვეყნის განვითარებისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს და სვანეთში მშენებარე ჰესებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაში შს მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძე, ეკონომიკისა და ენერგეტიკის, ასევე, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრების მოადგილეები, ინვესტორები და სვანეთის ადგილობრივი მცხოვრებლები, გიორგი დადვანი, დათო ქურდიანი, ვალერიან ჯაფარიძე მონაწილეობდნენ, ასევე მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი.

შეხვედრაზე სვანეთში მშენებარე ჰესების - „მესტიაჭალა-1“ და „მესტიაჭალა-2“ - მშენებლობის უსაფრთხოების საკითხი განიხილეს. მხარეებმა ერთმანეთის პოზიციები მოისმინეს. სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ არცერთი ჰიდროელექტროსადგური მთავრობასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მჭიდრო კომუნიკაციისა და შეთანხმების გარეშე არ აშენდება.

„შევთანხმდით, რომ გაგრძელდება მესტიაჭალა 1 და მესტიაჭალა 2 ჰესების მშენებლობა. მოსახლეობის უშუალო ჩართულობითა და მათი ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით“, - განაცხადა შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძემ.

„გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ 1-ლი იანვრიდან ძალაში შევიდა კანონი, რომლის საფუძველზეც გამკაცრდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის მომზადების კრიტერიუმები და მკაფიოდ განისაზღვრა თითოეული ადამიანის, თითოეული ადგილობრივი მკვიდრი მოსახლის უფლება, აქტიურად ჩაერთოს განხილვის პროცესში და სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ მაქსიმალურად გაითვალისწინებს მკვიდრი მოსახლეობის ინტერესს და თითოეული ჰიდროენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება მოხდება მოსახლეობის უმრავლესობის ჩართულობითა და მათი თანხმობით“, - აღნიშნა საბანაძემ.

შსს-ს განმარტებით, სხვა უწყებებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინვესტორებსა და მოსახლეობას შორის მედიატორის როლი შეასრულა.

„გავითვალისწინეთ ყველაფერი - ინვესტორების, მთავრობის და ჩვენიც.

ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ ენერგეტიკა გვჭირდება. ჩვენ არ ვართ ის ადამიანები, რომლებიც იძახიან, რომ არაფერი არ გვინდა და სიბნელეში გვინდა ჯდომა. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ აუცილებლად სად, როგორ და რანაირად უნდა გავაკეთოთ ეს ჰესები. არ შეიძლება ხელაღებით ყველა ადგილას გაკეთდეს ჰესი.

ამაზე მოვილაპარაკეთ და შემდგომში არის საუბარი, ალბათ სახელმწიფოს წარმომადგენლებიც გააკეთებენ ამასთან დაკავშირებით განცხადებას და ხალხის დიდი ჩართულობის გარეშე არანაირი ჰესი არსად არ აშენდება“, - ამბობს მესტიის მკვიდრი გიორგი დადვანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]