weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ნებისმიერი დოზის აღმოჩენისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა იყოს – გაჩეჩილაძე

13:07 სამშაბათი, 15 მაისი 2018

სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მას, ვისაც ნარკოტიკის ნებისმიერი დოზა აღმოაჩნდება მანქანაში, სახლში თუ ჯიბეში, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეების“ თავმჯდომარემ, გია გაჩეჩილაძემ განაცხადა.

პარლამენტის წევრის თქმით, „მწვანეთა პარტიას“ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით მკაცრი პოზიცია აქვს. გია გაჩეჩილაძის ინფორმაციით, მიდის საუბარი, რომ ხუთი სახის ნარკოტიკის ფლობასთან დაკავშირებით მოხდეს შემცირებული დოზის დაშვება, რაც მისთვის მიუღებელია.

„ყველას ვთხოვ, წაიკითხოს ნარკოტიკების შესახებ გაეროს კონვენცია, რომელსაც საქართველო 2000 წელს შეუერთდა. იქ პირდაპირ წერია, რომ პირველ კატეგორიაში ანუ უმძიმეს ნარკოტიკებში გადის როგორც ჰეროინი და კოკაინი, ასევე მარიხუანა და ისჯება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით. რა თქმა უნდა, აქ რეალიზაციაზეა საუბარი. ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ მომხმარებელი პატიმრობით არ დაისაჯოს, მას მკურნალობა სჭირდება და უნდა ჩაითვალოს როგორც დაავადებული ადამიანი. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მას, ვისაც ნარკოტიკის ნებისმიერი დოზა აღმოაჩნდება მანქანაში, სახლში, ჯიბეში და ასე შემდეგ“, – აღნიშნა გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

14 მაისს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ნარკოპოლიტიკის შესახებ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს, საპარლამენტო უმრავლესობაში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ივნისის ბოლომდე მიიღებენ.

„არსებობს რესურსი, რომ შეჯერდეს პოზიციები. ჩვენ გვინდა უახლოესი 2 კვირის განმავლობაში მოვამზადოთ კანონპროექტი და ინიცირება მოვახდინოთ ამ კანონოროექტის, რაც გახდება იმის წინაპირობა, რომ ივნისის ბოლომდე მოვახერხებთ კანონპროექტის მიღებას. ჩვენ გვაქვს მკაფიო ხედვა ზოგადი პრინციპების. მთავარი ამოცანა არის, რომ შემცირდეს ნარკოტიკების მოხმარება საქართველოში, გატარდეს ჰუმანური პოლიტიკა და ამ პრინციპებს დაეფუძნება კანონპროექტი, რომელიც უნდა შემუშავდეს“, - განაცხადა კობახიძემ.

ნარკოპოლიტიკის შესახებ იმ კანონპროექტის განხილვა, რომლის ავტორი საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმაა, 7 მაისს კიდევ ერთი თვით გადავადდა. კანონპროექტი 2017 წლის ივნისში დეპუტატებმა აკაკი ზოიძემ, ლევან კობერიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, ირინა ფრუიძემ და სოფო ქცარავამ დაარეგისტრირეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]