weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თემურ გაბაიძის გარდაცვალების საქმეზე ორ ექიმს სახელმწიფო სერთიფიკატი გაუუქმეს

12:48 ოთხშაბათი, 16 მაისი 2018
ფოტოზე თემურ გაბაიძე ფოტოზე თემურ გაბაიძე

აჭარის ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, 32 წლის თემურ გაბაიძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ორ ექიმს სახელმწიფო სერთიფიკატი გაუუქმეს, ერთს კი დროებით შეუჩერეს. ეს გადაწყვეტილება სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დასკვნის საფუძველზე ამავე სააგენტოს პროფესიული განვითარების საბჭომ მიიღო.

„აჭარის ტელევიზიის“ ინფორმაციით, ანესთეზიოლოგიასა და რეანიმატოლოგიაში სახელმწიფო სერთიფიკატები გაუუქმდათ შპს „უნიმედი აჭარას“ ექიმებს - გიორგი კავთელაძესა და მაია მამისაიშვილს, ხოლო შპს „ემერჯენსი სერვისის“ სამედიცინო ბრიგადის ექიმს, ხათუნა გელაშვილს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სამი თვის ვადით შეუჩერდა და პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა დაევალა.

თემურ გაბაიძე კურორტ გოდერძიზე 2017 წლის 1-ელ იანვარს დაშავდა. გაბაიძეს მოთხილამურე დაეჯახა, რის გამოც მან ქალა-ტვინის მძიმე დაზიანება მიიღო, 13 იანვარს კი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ჯანდაცვის სამინისტრომ გაბაიძის გარდაცვალების საქმის შესწავლა ოჯახის წევრთა განცხადების საფუძველზე დაიწყო.

თემურ გაბაიძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. გარდაცვლილის ოჯახი ექიმების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს. 

ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში, რომელიც კომპანია „ევექსს“ ეკუთვნის, განაცხადეს, რომ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, სასამართლოში გაასაჩივრებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]