weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გიორგი გახარიას პარლამენტში 18 მაისს მოუსმენენ

14:51 ოთხშაბათი, 16 მაისი 2018

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 18 მაისს პარლამენტის წინაშე წარდგება და კლუბ „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე ისაუბრებს. პლენარულ სხდომაზე მოსმენა გაიმართება კიდევ ორ საკითხზე - 2018 წელს შსს-ს მიერ გაწეული სამუშაოს შედეგების და სამინისტროში მიმდინარე და დაგეგემილი რეფორმების შესახებ.

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განმარტა, რომ მინისტრის მიმართვის შემდეგ კითხვა-პასუხი გაიმართება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე ითხოვს, გიორგი გახარიამ პარლამენტს წარუდგინოს 13 მაისის კონტრაქციის მონაწილე იმ პირების სია, ვის წინააღმდეგაც მუქარის მუხლით გამოძიება დაიწყო.

„იმ მოედანზე, სადაც ეს აქცია გაიმართა, ახალგაზრდებზე ძალადობდა დამნაშავეთა ჯგუფი. ეს არის პირდაპირი დანაშაული, რომელიც ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით. მოვუწოდებთ შს მინისტრს, აქ რომ მობრძანდება, დადოს სია იმ ადამიანებისა, ვის წინააღმდეგაც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სულ მცირე სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით, რაც მუქარას ითვალისწინებს. თუმცა, მუქარის გარდა იქ იყო პირდაპირი ძალადობა პოლიციელებზე და სხვა პირებზე“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

კონტრაქციის დროს შესაძლო ყველა დანაშაულებრივი ქმედების გამოძიებისკენ შსს-ს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გუშინ მოუწოდა. ამის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა ორგანიზაცია „საქართველოს ეროვნული ერთობის“ მიერ აქციის მიმდინარეობისას გამოთქმული მუქარის შემცველ განცხადებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]