weather cur horoscope tv
დეკემბერი 30, 2024

თბილისში გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ბაქოში იპოვეს

19:46 სამშაბათი, 30 მაისი 2017

აზერბაიჯანელ აქტივისტსა და ჟურნალისტს აფგან მუხთარლის, რომელიც გუშინ თბილისში გაუჩინარდა, დღეს, ბაქოში, აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სერვისის საგამოძიებო განყოფილებაში მიაკვლიეს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა ავრცელებს.

„გუშინ, საღამოს 7 საათზე, აფგან მუხთარლი, რომელიც დევნილობაშია და თბილისში ცხოვრობს, თავის მეგობრებს დაემშვიდობა და სახლში წავიდა. სახლამდე ვერ მივიდა. დღეს ის ბაქოში იპოვეს სახელმწიფო სასაზღვრო სერვისის საგამოძიებო განყოფილებაში. მას პასპორტი სახლში აქვს. ესე იგი, აზერბაიჯანის სპეცსამსახურებმა არა მხოლოდ მოიტაცეს ის სხვა სახელმწიფოში, არამედ არალეგალურად გადაიყვანეს აზერბაიჯანში“, - წერს ხადიჯა ისმაილოვა.

მისივე ინფორმაციით, აფგან მუხთარლს ბაქოში ადვოკატი შეხვდება.

მუხთარლი, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით არის ცნობილი, საქართველოში 2015 წლიდან ცხოვრობს. მისი მეგობრის დაშგინ აღალარლის განცხადებით, მუხთარლი საქართველოში მუშაობდა საგამოძიებო მასალაზე, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ქონებას ეხებოდა, როგორც საქართველოში, ასევე ოფშორულ ზონებში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

reginfo.ge@gmail.com