weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

შსს თბილისში გაუჩინარებული ჟურნალისტის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

11:13 ოთხშაბათი, 31 მაისი 2017

საქართველოს შინაგან შინაგან საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანელი აქტივისტისა და ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის „გაუჩინარებასთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

„პარალელურად, მიმდინარეობს კომუნიკაცია აზერბაიჯანულ მხარესთან. როგორც კი დადგინდება ფაქტობრივი გარემოებები, საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია“,- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

აზერბაიჯანელ აქტივისტსა და ჟურნალისტს აფგან მუხთარლის, რომელიც 29 მაისს თბილისში გაუჩინარდა, 30 მაისს, ბაქოში, აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სერვისის საგამოძიებო განყოფილებაში მიაკვლიეს.

აფგან მუხთარლის ადვოკატი ელჩინ სადიყოვი ადასტურებს, რომ მუხთარლი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმყოფება და დაკავებულია. როგორც ადვოკატმა რადიო „თავისუფლებას“ განუცხადა, მუხთარლი ორშაბათს საღამოს თბილისში, საკუთარ სახლთან დააკავეს და ძალით ჩასვეს მანქანაში. კლიენტზე დაყრდნობით ადვოკატი აცხადებს, რომ დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, მაგრამ, მუხთარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ.

ადვოკატის თქმით, მუხთარლი მას მოუყვა, რომ 10 ათასი ევრო ჩაუდეს და აზერბაიჯანის ხელისუფლება საზღვრის უკაონონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებებს უყენებს.

მუხთარლის სასამართლო პროცესი ბაქოში დღეს გაიმართება.

მუხთარლი, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით არის ცნობილი, საქართველოში 2015 წლიდან ცხოვრობს. მისი მეგობრის დაშგინ აღალარლის განცხადებით, მუხთარლი საქართველოში მუშაობდა საგამოძიებო მასალაზე, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ქონებას ეხებოდა, როგორც საქართველოში, ასევე ოფშორულ ზონებში. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]