weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია 16:00 საათზე განახლდება

11:11 პარასკევი, 01 ივნისი 2018

თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დღეს, 16:00 საათზე განახლდება. ამ დროისთვის პარლამენტის შენობის წინ რამდენიმე კარავია გაშლილი. მთელი ღამის განმავლობაში იქ ასამდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის იყო ხორავას ქუჩაზე მოკლული ბავშვის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე.

ზაზა სარალიძეს ორი ძირითადი მოთხოვნა აქვს - გადადგეს საქართველოს მთავრობა და დაისაჯონ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში მონაწილეები. ზაზა სარალიძის თქმით, საქმეში უცხოელი პროკურორებისა და ექსპერტების ჩართვას აზრი არ აქვს, რადგან ნივთმტკიცებები აღარ არის და შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერაფერს გამოიძიებს.

დილიდან პარლამენტთან მივიდა პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ აქციას დღეს პანკისის მცხოვრებლებიც შეუერთდებიან.

გუშინ დაწყებული აქცია გვიან ღამით დაიშალა. ვიდრე აქცია დაიშლებოდა, მონაწილეებთან შესახვედრად პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მივიდა, რომელსაც სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს და ბოთლები ესროლეს.

ამის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მოზარდების მკვლელობის საქმე გამოსაძიებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუბრუნდება და გამოძიების პროცესს პირადად შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია გაუძღვება.

საპროტესტო აქცია გუშინ, მკვლელობის საქმეზე სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ, მოკლული დავით სარალიძის მამამ, მთავარი პროკურატურის შენობასთან დაიწყო, რომელსაც პოლიტიკოსები და განაჩენით, ასევე პროკურატურის საქმიანობით, უსამართლობით უკმაყოფილო ადამიანებიც შეუერთდნენ. მას შემდეგ, რაც მთავარმა პროკურორმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა, აქცია პარლამენტის შენობასთან გაგრძელდა, სადაც მთავრობის გადადგომაც მოითხოვეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]