weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ზვიად კუპრავა არის ჩემი მეგობარი, დახმარებაზე უარი მეთქვა? – ზაზა სარალიძე

12:01 შაბათი, 02 ივნისი 2018
ფოტო: პირველი არხი ფოტო: პირველი არხი

„მე ვითხოვდი ჩემი შვილის მკვლელების დასჯას. ზვიად კუპრავა რომ არ ყოფილიყო, ამ საქმეს ფარდა არ აეხდებოდა“, განაცხადა ხორავას ქუჩაზე მოკლული ბავშვის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ საპროტესტო აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორ ზვიად კუპრავასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე.

„2017 წლის 1-ელ დეკემბერს, როცა ჩემი შვილი დაჩეხეს, მეორე დღეს სული დალია, ზვიად კუპრავა მოვიდა ჩემთან ოჯახში და მითხრა, თუ წინააღმდეგი არ იქნები, მე ამ საქმეს ჩემებურად გამოვიძიებო. ზვიად კუპრავა არის ჩემი მეგობარი, ხალხო, ჩემი ძმაკაცი, ოჯახის ახლობელი. ადამიანმა დახმარება შემომთავაზა, უარი მეთქვა? ზვიად კუპრავას რა პოლიტიკური შეხედულება აქვს, ჩემი პრობლემა ხომ არ არის, არა? საარჩევნო უბანზე ვის შემოხაზავს, ეს მე რაში მაინტერესებს?“, – აღნიშნა დავით სარალიძემ „ტვ პირველთან“ ინტერვიუში.

პარლამენტის შენობის წინ 31 მაისიდან მიმდინარე ხალხმრავალ საპროტესტო აქციას საზოგადოების ნაწილი არ უერთდება და აცხადებს, რომ აქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების, მათ შორის ზვიად კუპრავას მიერ იმართება. ეს ბრალდება ზაზა სარალიძემ არაერთხელ უარყო.

„მოგიწოდებთ, როგორც ქართველებს. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ეს მმართველი გუნდიდან იქნება თუ რომელიმე პარტიიდან, შოთაძის უწყებიდან თუ გახარიას უწყებიდან. როგორც ადამიანები, ისე დამიდექით გვერდით და არა როგორც პოლიტიკოსები. ნუ ლახავთ ჩემს ღირსებას, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია გვერდით დავიყენე. ნუ აკეთებთ ამას, ხალხო“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ 1-ელ ივნისს.

საპროტესტო აქცია ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ, მოკლული დავით სარალიძის მამამ, მთავარი პროკურატურის შენობასთან დაიწყო, რომელსაც პოლიტიკოსები და განაჩენით, ასევე პროკურატურის საქმიანობით, უსამართლობით უკმაყოფილო ადამიანებიც შეუერთდნენ. მას შემდეგ, რაც მთავარმა პროკურორმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა, აქცია პარლამენტის შენობასთან გაგრძელდა, სადაც მთავრობის გადადგომაც მოითხოვეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]