აჭარის ტელევიზიის ცნობით, ბოლო ექვს წელში ბათუმის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი მეექვსედ იცვლება. 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ამ თანამდებობაზე თეიმურაზ კუპატაძე მუშაობდა, რომელიც დავით მამულაშვილმა შეცვალა. 2017 წლის იანვარში აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსად კახაბერ ბუხრაძე დაინიშნა, რომელიც ექვს თვეში თანამდებობიდან გაათავისუფლეს და მის ნაცვლად ლევან მაისურაძე დანიშნეს. 2018 წლის იანვარში ლევან მაისურაძე თანამდებობიდან გადადგა. როგორც მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მან თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა და შსს-ში საქმიანობას აღარ გააგრძელებდა. ლევან მაისურაძის გათავისუფლების შემდეგ ხელმძღვანელობდა მანუჩარ კაციტაძე აჭარის საპატრულო პოლიციას.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო