პანკისის სათემო რადიოს WAY-ს ინფორმაციით, რამადან ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით, რუსეთის სახელმწიფო ნომრებით მოძრავ მანქანაზე ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის მამის ახმად კადიროვის დიდი ზომის ფოტო იყო გაკრული და რამდენიმე მანქანა ხეობაში ასე მოძრაობდა, მანქანებიდან კი სკანდირებდნენ „ახმადი ძლიერია“.
ამ ფაქტმა ადგილობრივების გაღიზიანება გამოიწვია. მათ ავტომობილებიდან ახმად კადიროვის ფოტოების მოხსნა მოითხოვეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ საკითხზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.
პანკისის სათემო რადიო მომხდარის დეტალებს არკვევს და მეტ ინფორმაციას მოგაწვდით.
ამ თემაზე:
შსს - კონფლიქტი სოფელ დუისში ადგილობრივ მოსახლეობას შორის იყო