weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

როგორ მკაცრდება სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებული რეგულაციები

13:50 პარასკევი, 15 ივნისი 2018
ფოტო: მამუკა ჭიკაძე ფოტო: მამუკა ჭიკაძე

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ლია გიგაურის განცხადებით, სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით რეგულაციები გამკაცრდება.

ახალი მიდგომით, სკოლას დაევალება, გადამყვანი კომპანიისგან მოითხოვოს მძღოლის კვალიფიკაციისა და ავტომანქანის ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

გარდა ამისა, ექსკურსია საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ იქნება ორგანიზებული თუ მშობელთა ინიციატივით, აუცილებელი გახდება სკოლა დაგეგმილ ექსკურსიაზე საქმის კურსში იყოს. ასევე, აუცილებელი იქნება ჯგუფის შემადგენლობაში სრულწლოვანი პირი შედიოდეს, რომელსაც პირველადი სამედიცინო დახმარების კურსი ექნება გავლილი.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, დღეისათვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ექსკურსიებთან დაკავშირებით შემუშავებული რეკომენდაციები მოქმედებს. თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში ვრცელდება, როდესაც ორგანიზატორი რომელიმე ინსტიტუცია, მაგალითად, საჯარო, კერძო, სახელოვნებო, სპორტული და ა.შ. სკოლა და დაწესებულებაა. თვითორგანიზებულ ექსკურსიებზე არსებული რეგულაცია ამ დრომდე არ ვრცელდებოდა.

განათლების მინისტრმა სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრების შესახებ, 9 ივნისს, გომბორის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ განაცხადა. მიკროავტობუსით თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები და მშობლები თბილისიდან კახეთში ექსკურსიაზე მიდიოდნენ.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, საავტომობილო გზიდან გადავიდა და გადავარდა. ერთ-ერთი დაზარალებული არასრულწლოვანი იხსენებს, რომ მძღოლი სწრაფად მოძრაობდა და მოსახვევში საჭე ვეღარ დაიმორჩილა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავდა 23, აქედან 13 არასრულწლოვანი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მიკროავტობუსის მძღოლი, 1981 წელს დაბადებული ბ. კ. დაკავებულია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]