weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მარნეულის მერის სიმამრი - ცოლი შეუგინეს და არ შეიძლება ღირსება დაიცვას?

19:33 პარასკევი, 15 ივნისი 2018

„იმან, დაზარალებულმა ახალგაზრდა კაცის მეუღლე შეაგინა, თემურ აბაზოვის ცოლიო და კიდევ სხვებიც ახსენა, ხომ? ეს არაფერი არ არის - დაზარალებული პატიოსანი, კარგი ბიჭია და თემურ აბაზოვი არის ცუდი. დაუშვათ და ჩემი სიძე რაღაცის გარკვევას შეეცადა, რა, არ შეიძლება ღირსება დაიცვას?“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბარში მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის თემურ აბაზოვის სიმამრმა, ელდარ თოფჩიევმა.

მერის სიმამრი ჟურნალისტებთან ინტერვიუში დამამცირებლად და შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოიხსენიებს დაზარალებულ პირს, რომელიც პროკურატურის მტკიცებით, თემურ აბაზოვის და სხვა პირების მხრიდან ძალადობის და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

ელდარ თოფჩიევმა უარყო მერის ბრალეულობა იმ ნაწილში, რომ თემურ აბაზოვმა მამაკაცს მოშარდვა და შემდეგ შარდით სახის მობანვა აიძულა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სექსუალური ძალადობით ემუქრებოდა.

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, 37 წლის თემურ აბაზოვი 13 ივნისს დააკავა. მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ელჩინ ა-ს, რომელმაც 10 ივნისს, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე მარნეულის მერის თემურ აბაზოვის და ბიძინა ივანიშვილის მისამართით შეიგინა, მარნეულში დაბრუნების შემდეგ, ჯერ საჯარო ბოდიში მოახდევინეს, ცემეს, შემდეგ კი სახე შარდით დააბანინეს, ვიდეო გადაიღეს და სოციალურ ქსელებში გაავრცელეს.

თემურ აბაზოვს ბრალი მოქალაქე ელჩინ ა-ს მიმართ განხორციელებულ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში ედება. რუსთავის სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აბაზოვი ბრალს არ აღიარებს.

მერთან ერთად ელჩინ ა-ს საქმეზე კიდევ სამი პირია ბრალდებული. რუსთავის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის წევრს პარტია "ნაციონალური მოძრაობიდან“, აზერ სულეიმანოვს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს პარტია "ქართული ოცნებიდან“, რამინ ალახვერდიევს და მარნეულის მერის თემურ აბაზოვის ნათესავს, ე.გ-ს 4-4 ათასლარიანი გირაო შეუფარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]