weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჭიათურაში პოლიციის უფროსის მოხსნის მოთხოვნით მე-14 დღეა შიმშილობენ

13:15 შაბათი, 16 ივნისი 2018

ჭიათურაში, პოლიციის ხელმძღვანელების გათავისუფლების მოთხოვნით მოშიმშილე სამი ახალგაზრდიდან ერთ-ერთის, 30 წლის პეტრე ოვანოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც ის გვიან ღამით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთი დღით ადრე საავადმყოფოში მოათავსეს აქციის კიდევ ერთი მონაწილე ბექა ჭუმბურიძეც.

„გადასხმების შემდეგ, როგორც კი ფეხზე დადგა, ისევ შემშილობას დაუბრუნდა. ასევე მოიქცევა ეს ადამიანიც. ამიტომ, სანამ მძიმე შედეგი დადგება, ყველას ვთხოვ, რომ რეაგირება მოახდინონ“, - ამბობს საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე დავით ჭუმბურიძე.

პოლიციის უფროსის ლაშა ჩხიტუნიძისა და მისი მოადგილის მიხეილ გიგაურის გათავისუფლების მოთხოვნით პეტრე ოვანოვი, ლევან მასხარაშვილი და ბექა ჭუმბურიძე მე-14 დღეა შიმშილობენ. 13 ივნისს სამივე მათგანმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.

ჭიათურაში მცხოვრები ახალგაზრდები პოლიციის თანამშრომლების რეპრესიულ საპოლიციო საქმიანობას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეების თქმით, 2018 წლის 26 მაისს, ადგილობრივმა პოლიციამ 10-მდე ახალგაზრდას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რასაც მოქალაქეებსა და სამართალდამცავებს შორის კონფლიქტი მოჰყვა. პოლიციამ 9 პირი დააკავა. დაკავებულებიდან 8 პირი სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი წვრილმანი ხულიგნობისა ან/და  სამართალდამცავისთვის დაუმორჩილებლობისთვის. 1 პირი კი ამ დრომდე დაკავებულია სისხლის სამართლის წესით და მის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 353 მუხლით ( წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ) გათვალისწინებულ დანაშაულზე.

ინცინდენტის თვითმხილველების განმარტებით, პოლიციის თანამშრომლები იქცეოდნენ აგრესიულად და სიტყვიერ შეურაცხყოფასთან ერთად, მათ მიმართ იყენებდნენ ფიზიკურ ძალასაც. ასევე, ადგილობრივები მიუთითებენ, რომ დაკავების შემდეგ პოლიციის განყოფილებაში ადგილი ქონდა დაკავებულების ცემას, რაც მათ შორის, დაფიქსირებულია დროებითი მოთავსების იზოლატორის სამედიცინო დოკუმენტებით.

პროტესტის მონაწილეების თქმით, პოლიციის მხრიდან მოქალაქეთა შეურაცხყოფა, იძულება და მათი სხვადასხვა ფორმით დამცირება ბოლო 10 თვის განმავლობაში ჩვეულებრივ პრაქტიკად იქცა. მათი თქმით, 26 მაისის ინცინდენტიც გამოწვეულია სწორედ სამართალდამცავების პროვოკაციული ქცევით.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნებია: გამოძიების პერიოდში უფლებამოსილება შეუჩერდეს ჭიათურის პოლიციის მოქმედ უფროსს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს უსაფუძვლოდ დაკავებული ახალგაზრდა, რომელსაც სამართალდამცავები ბრალს დებენ პოლიციის მიმართ ძალადობაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიებას დასავლეთ საქართველოს რეგიონული პროკურატურა აწარმოებს და თუ დადასტურდა, რომ პოლიციელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების გადამეტებას, შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]