weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მერი კავთელიშვილმა აშშ-ის უნივერსიტეტისგან $250 000-იანი დაფინანსება მიიღო

09:50 პარასკევი, 02 ივნისი 2017
მერი კავთელიშვილმა აშშ-ის უნივერსიტეტისგან $250 000-იანი დაფინანსება მიიღო ფოტო © კომაროვის სკოლა

კომაროვის სკოლის 2017 წლის კურსდამთავრებული და ოქროს მედალოსანი მერი კავთელიშვილი მსოფლიოს ოთხმა წამყვანმა უნივერსიტეტმა: University of Pennsylvania (Upenn), Middlebury College, Colgate University და Bucknell University-მა მიიღო და თითოეულმა საშუალოდ $250 000 დაფინანსება მისცა.

კომაროვის სკოლის ინფორმაციით, მერი კავთელიშვილმა სწავლის გასაგრძელებლად University of Pennsylvania შეარჩია, რომელიც Ivy League-ს წევრი უნივერსიტეტია. Ivy League-ში ამერიკის რვა ყველაზე პრესტიჟული და რჩეული უნივერსიტეტი შედის, როგორიც არის ჰარვარდი, პრინსტონი, იეილი, კოლუმბიის უნივერსიტეტი, კორნელი, ბრაუნი და დარტმუსი.

University of Pennsylvania ბენჯამინ ფრანკლინმა დაარსა და სიძველით მეოთხე უნივერსიტეტია ამერიკაში. ყოველწლიურად უნივერსიტეტი აპლიკანტების მხოლოდ 9%-ს იღებს.

ამ უნივერსიტეტში სწავლობდნენ ისეთი გამოჩენილი ადამიანები, როგორებიც არიან უორენ ბაფეტი, დონალდ და ივანკა ტრამპები და სხვები. University of Pennsylvania-ს კურსდამთავრებულებს შორის 25 მილიარდერი, აშშ-ის 33 სენატორი და 14 უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირი, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტებიც არიან.

 

მსგავს თემაზე:

ასპინძელმა მოსწავლემ ამერიკული უნივერსიტეტის 80 000 დოლარიანი სტიპენდია მოიპოვა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]