weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ენმ-ს წევრის ცემაში ბრალდებულ ტარიელ აროშიძეს 5 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

15:23 კვირა, 17 ივნისი 2018

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ოზურგეთის საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარეს, ტარიელ აროშიძეს, რომელსაც ბრალად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ბესიკ ქათამაძის ცემა ედება ბრალად, აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

დაბა ნასაკირალის მაჟორიტარ დეპუტატს, ბესიკ ქათამაძეს ოზურგეთის საკრებულოს შენობაში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სამუშაო ოთახში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა 15 ივნისს მიაყენეს. ქათამაძის განცხადებით, მას „ქართული ოცნების“ წევრები თავს დაესხნენ და რკინის ნაჭერი ჩაარტყეს, რის გამოც თავის არეში დაზიანება მიიღო. ქათამაძე ამბობდა, რომ ფიზიკური ანგარიშსწორების მიზეზი სოციალურ ქსელში მისი აქტიურობა და პოლიტიკური განცხადებები გახდა. მისივე თქმით, თავდასხმის დროს, ფრაქციის სამუშაო ოთახში ტარიელ აროშიძის გარდა, აგრარულ საკითხთა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარე გოჩა კილაძე და ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარე დავით ჭაკნელიძეც იმყოფებოდნენ.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მუხლით ბრალი მხოლოდ ერთ დეპუტატს - ტარიელ აროშიძეს წარედგინა.

ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 14 აგვისტოს გაიმართება.

სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]