weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გრიგოლ ლილუაშვილი მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ თვალთვალს უარყოფს

13:20 ორშაბათი, 18 ივნისი 2018

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებს, რომ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ ფარულ მიყურადებასა და თვალთვალს ადგილი არ ჰქონია.

„თუკი ოპერატოულ-სამძებრო ან კონტრდაზვერვითი ან საგამოძიებო მოქმედებებიდან გამომდინარე არ არის სანქცირებული ანუ განჩინების საფუძველზე, რა თქმა უნდა, ნებისმიერი მიყურადება და თვალთვალი უკანონო იქნება. ასეთ რამეს ადგილი არ ჰქონია. დაველოდოთ, რას შეისწავლის და რას გვამცნობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი“, – უთხრა ლილუაშვილმა ჟურნალისტებს.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა 2 ივნისს განაცხადა, რომ მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უთვალთვალებდა. მისი თქმით, სუს-მა მისი დევნა და თვალთვალი მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაში ჩაერთო.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) განცხადებით, სავარაუდოდ სუს-ის თანამშრომლები პერმანენტულად აკონტროლებდნენ არა მხოლოდ მალხაზ მაჩალიკაშვილს, არამედ მისი ოჯახის წევრებსაც, რაც თვალთვალში და მანქანებით ადევნებაში გამოიხატებოდა. EMC-მ, რომელიც მალხაზ მაჩალიკაშვილის ინტერესებს იცავს, მის მიმართ თვალთვალისა და კონტროლის ფაქტებზე პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს მიმართა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]