weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პრეზერვატივი „აიისა“ მოსამართლე ლევან მურუსიძის გამოსახულებით გაიყიდება

10:23 ხუთშაბათი, 21 ივნისი 2018

პრეზერვატივი „აიისა“ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძის გამოსახულებით გაიყიდება, შემოსული თანხით კი სასამართლოს მიერ კომპანიისთვის დაკისრებულ 500-ლარიან ჯარიმას გადაიხდიან.

მას შემდეგ, რაც სასამართლომ „აიისას“ რამდენიმე დიზაინის გამოყენება და რეკლამა აუკრძალა, კომპანიამ მომხმარებელს ახალი სერვისი შესთავაზა, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, პრეზერვატივის შეფუთვის დიზაინი თავად შექმნან. ერთ-ერთი პირველი მომხმარებელი, რომელმაც აღნიშნული სერვისით ისარგებლა ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძეა.

„სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძემ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილება და გარდა ჯარიმისა, „აიისას“ აუკრძალა 4 დიზაინის პრეზერვატივის რეალიზება და რეკლამა. ასევე დაავალა პროდუქციის ქსელიდან ამოღება.

„აიისა“ თვლის, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და ლახავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. მიუხედავად ამისა, „აიისას“ მოუწევს გადაწყვეტილების შესრულება. ამიტომ „აიისა“ საკუთარი ინიციატივით აღარ შექმნის იმ 4 დიზაინის პროდუქტს, რაც სასამართლომ აკრძალა, თუმცა ყველას გთავაზობთ (მისსავე ვებ-გვერდზე, განყოფილებაში #გაბანტე) თქვენ თავად შექმნათ პროდუქტის მსგავსი ან სხვა დიზაინი და „აიისა“ მას დაგიმზადებთ და მოგაწვდით.

მე, როგორც რიგითი მოქალაქე (და არა „აიისას“ წარმომადგენელი), ერთ-ერთი პირველი ვიყავი, რომელმაც მსგავსი სერვისით ვისარგებლე და რა თქმა უნდა, ჩემს მიერ შექმნილი პირველივე დიზაინი თავად „აიისას“ საქმეს ეძღვნება. ეს არის პროტესტი მოსამართლე მურუსიძის „ვაი საკვირველ“ გადაწყვეტილებაზე“, - წერს გიორგი მშვენიერაძე, რომელიც სასამართლოში „აიისას“ ინტერესებს იცავდა.

მისივე თქმით, ლევან მურუსიძის გამოსახულებიანი პროდუქციის რეალიზებით შემოსული თანხით „აიისა“ გადაიხდის ჯარიმას - 500 ლარს, რომელიც სასამართლომ დააკისრა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „აიისა“ 500 ლარით 2018 წლის 4 მაისს დააჯარიმა და რამდენიმე შეფუთვის გამოყენება და რეკლამირება აუკრძალა. მოსამართლემ მიიჩნია, რომ პრეზერვატივის შეფუთვაზე ორ თითზე წამოცმული პრეზერვატივის, ასევე თამარ მეფის გამოსახვამ საზოგადოების მორალი და ღირსება შელახა. 18 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე ლევან მურუსიძემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.  სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ, „აიისამ“ შესაძლოა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]