ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის, ბადრი ლიპარტელიანის ინფორმაციით, ავარია 25 ივნისს, გვიან ღამით მოხდა. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო და ის კატასტროფის ბრიგადამ ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
25 ივნისს კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მცხეთის მუნიციპალიტეტში, წეროვანთან მოხდა. შემთხვევის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა.